კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაღაზიაში პურის სათხოვნელად მისულ მარტოხელა დედას პოლიციის უფროსმა შეურაცხყოფა მიაყენა

4 ნოემბერი, 2009

ინციდენტი მოხდა ქალაქ დედოფლისწყაროში. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მადონა ღვინიაშვილმა განაცხადა, მაღაზიაში ერთი პურის სათხოვნელად იყო მისული, როცა მას რაიონის კრიმინალური პოლიციის უფროსმა  ნოშრევან ნატროშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა.

„მარტოხელა დედა ვარ. ადრე პედაგოგად ვმუშაობდი, მაგრამ მას შემდეგ რაც სამსახურიდან გამათავისუფლეს, ძალიან მიჭირს. ნოშრევან ნატროშვილის მაღაზიაში 3 ლარი ვალი მაქვს, ნისიად მქონდა პროდუქტი წაღებული. ბავშვი მშიერი მყავდა და ვერ იძინებდა. ამიტომ მაღაზიაში მივედი და გამყიდველს ვთხოვე, ერთი პური ნისიად მოეცა. ყვირილი დამიწყო, გაეთრიე აქედანო. მერე პოლიციაში დარეკა. თვითონ ნატროშვილი მოვიდა და შეურაცხყოფა მომაყენა. მე როდემდე უნდა ვარჩინო მათხოვრებიო, ყვიროდა. დამემუქრა, აქედან სწრაფად გადი, თორემ კედელზე შემოგაწყვეტავო“, - აღნიშნავს მადონა ღვინიაშვილი.

სოციალურად დაუცველი ქალბატონის შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს დედოფლისწყაროს კრიმინალური პოლიციის უფროსი ნოშრევან ნატროშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები