კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავებმა, გურჯაანში, უნივერსიტეტის შენობის ეზოში ახალგაზრდა სცემეს

6 ნოემბერი, 2009
შს გურჯაანის სამმართველოს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, რამდენიმე წუთის წინ, გურჯაანში, ქართულ-უკრაინული უნივერსიტეტის ადგილობრივი ფილიალის შენობის ეზოში ახალგაზრდა სცემეს.

თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა ქუჩაში მოდიოდა, როცა მას სამოქალაქო ფორმაში მყოფი სამართალდამცავები მივარდნენ და ცემა დაუწყეს. „აიძულებდნენ რომ მათ გაყოლოდა. ახალგაზრდამ მოახერხა და მოსთხოვა, ეთქვათ ვინ იყვნენ, რის შემდეგაც წიხლებით შესდგნენ. ცემის შედეგად მიწაზე დავარდნილი ახალგაზრდა პოლიციის თანამშრომლებმა სამმართველოს კუთვნილ, ნივის მარკის ავტომანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ბიჭი სულ დასისხლიანებული იყო“, - განაცხადეს ინციდენტის თვითმხილველებმა.

ნაცემი ახალგაზრდის ვინაობა და ადგილსამყოფელი უცნობია. ნივა, რომელშიც ახალგაზრდა შეაგდეს და წაიყვანეს, გურჯაანის პოლიციის შენობის ეზოშია გაჩერებული.

მომხდართან დაკავშირებით შს გურჯაანის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები