კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 7 ნოემბერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

6 ნოემბერი, 2009

განცხადებაშია ნათქვამია, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირები ჯერაც არ დასჯილან.

საია მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის და 15 ივნისის მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიება; გამოავლინოს და დასაჯოს უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირები; მიიღოს ეფექტური ზომები სამართალდამცავ ორგანოებში დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად.

„ორი წელი სრულდება 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უკანონოდ, გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალეს მშვიდობიანი მომიტინგეები, დაარბიეს დამოუკიდებელი ტელევიზია და გაანადგურეს მისი აპარატურა, გამოიყენეს მოცემული დროისთვის კანონით აკრძალული სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც 500-მდე ადამიანი დაშავდა.   მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ფორმალურად აღიარა 7 ნოემბერს დაშვებული შეცდომები, ჯერ არ მომხდარა აღნიშნული მოვლენების ადეკვატური და სრულყოფილი გამოძიება, არ გამოვლენილან და დასჯილან მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირები“, - ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ადეკვატური და დამოუკიდებელი გამოძიება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის, არამედ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან უკანონო ქმედებების პრევენციის თვალსაზრისითაც.

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს პოლიცია უნდა უზრუნველყოფდეს „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან“.

„მაშინ, როდესაც პოლიციის მთავარი მოვალეობა კანონის უზენაესობის დაცვაა, მათი მხრიდან კანონის დარღვევა სამართლიანობის სისტემას ანგრევს. სწორედ სისტემის არასწორი მოქმედების შედეგად მივიღეთ 2009 წლის 6 მაისს და 15 ივნისს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული ძალადობრივი მოვლენები, როდესაც დაუსჯელობით წახალისებული პოლიციის უკანონო ქმედებების შედეგად ათეულობით მოქალაქე დაშავდა. ისევე, როგორც 7 ნოემბრის შემთხვევაში, ხელისუფლებამ უარი განაცხადა დაეწყო დამოუკიდებელი გამოძიება და დაესაჯა დამნაშავეები“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები