კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა

9 ნოემბერი, 2009

ცნობილი რუსი ჟურნალისტი და „ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელი ოლეგ პანფილოვი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.  პანფილოვი ამის  მიზეზად რუსეთში შემნილ ვითარებას ასახელებს.

„საქართველოში ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი რუსეთში ბოლო დროს შექმნილი სიტუაციაა. როცა ქვეყანაში არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, ობიექტური ინფორმაცია და ხალხს ეშინია თავისულად აზრის გათქმის, დიახ, ეს პოლიტიკას უკავშირდება“, - აცხადებს პანფილოვი.

რუსი ჟურნალისტის თქმით, მასზე მუქარა ინტერნეტის საშუალებით ხშირად ხორციელდებოდა, გამოხატავდნენ ზიზღს, როცა საქართველოს იცავდა.

„ჩემზე მუქარა ინტერნეტის საშუალებით ხშირად ხორციელდებოდა. ადამიანები გამოხატავდნენ ზიზღს ჩემს მიმართ, როცა საქართელოს ვიცავდი; ქვეყნის მტერს მეძახდნენ, როცა ვამბობდი, რომ ერთი წლის წინ დაწყებული ომი რუსული აგრესია იყო. მიუღებელია საბჭოთა კავშრის აღდგენაზე ფიქრიც კი, იმპერილიზმი დემოკრატია ნადვილად არ არის“, - აღნიშნავს რუსი ჟურნალისტი.

ამასთან, საქართველოში ოლეგ პანფილოვი „კავკასიურ არხზე“ ანალიტიკურ გადაცემას წაიყვანს, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსტიტის ჟურნალიტიკის ფაკულტეტზე კი, ლექციებს წაიკითხავს. უახლოეს მომავალში პანფილოვი ჟურნალიტიკის სკოლის დაფუძნებას და რუსულ-ქართული ომის დროს მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის შესახებ წიგნის დაწერასაც აპირებს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები