კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ჟურნალისტებს შეხვდნენ

9 ნოემბერი, 2009

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, სიღნაღში, ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს და პროკურატურის ახალ ხედვებზე ისაუბრეს. „ბოლო 9 თვის განმავლობაში ჩვენი უწყება ჩაკეტილობისგან გათავისუფლდა, თუმცა გვინდა, რომ კანონის ფარგლებში პროკურატურა უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს“, - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ.

პროკურატურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს სისხლის სამართლის პოლიტიკა გააცნეს და პროკურატურაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ თაობაზე ისაუბრეს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ, მცხეთის რაიონულმა პროკურორმა ნიკა დგებუაძემ და თბილისის პროკურორის მოადგილემ გირშელ ძებნიაურმა.

შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჯოხაძემ კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმადაც გამოკითხული მოქალაქეები, სამართალდამცავ ორგანოებს შორის ყველაზე გავლენიან უწყებად პროკურატურას ასახელებენ, ხოლო ყველაზე სუსტ ორგანოდ სასამართლოს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქმეების გამოძიების გაჭიანურების და წლების განმავლობაში გაგრძელების საკითხს. „საქმის გამოძიება არ უნდა გრძელდებოდეს უსაშველოდ, თვეების განმავლობაში. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს ელექტრონული საქმის წარმოების განხორციელება, რაც ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

ჟურნალისტებთან შეხვედრა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ხათუნა იოსავას განცხადებით, მსგავსი შეხვედრები კიდევ იგეგმება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები