კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ბახუტოვის საქმის გამოძიებას ითხოვს

9 ნოემბერი, 2009

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარი პროკურატურისგან ალექსი ბახუტოვის საქმის რეალურად გამოძიებას ითხოვს.

თელავის პოლიციის თანამშრომლებმა ბახუტოვი ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობის ბრალდებით 2007 წლის 27 ივნისს დააკავეს. სამართალდამცავებმა მისგან აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მიიღეს. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბახუტოვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო მის მიერ დასახელებულ პირებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დანაშაულის თანამონაწილეობაში დასდო, ბრალდების მხარესთან საპროცესო გარიგება დაუმტკიცა. გაუარაშვილს, ცოციაშვილსა და ხეჩოშვილს ბიუჯეტში ათასობით ლარი გადაახდევინეს. მოგვიანებით ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალი გამოჩნდა, თუმცა ბახუტოვი საპყრობილიდან არ გაათავისუფლეს. კახეთის საოლქო პროკურატურამ დანაშაულის კფალიფიკაცია შეცვალა და ბახუტოვს ბრალი ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობის მცდელობაში დასდო. თელავის სასამართლომ ბახუტოვი ისევ დამნაშავედ სცნო და მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სახალხო დამცველის აპარატმა საქმის შესწავლის შემდეგ მასალები პროკურატურას გადაუგზავნა და როგორც ბახუტოვის წამების, ასევე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია და პროკურატურას პასუხისგებაში არავინ მიუცია.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროკურატურის მხრიდან, როგორც წესი არ ხდება ასეთი საქმეების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გასული წლების საქმეების უმრავლესობა დღემდე გამოუძიებელია. ბახუტოვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2 წლის განმავლობაში. ზემოაღნიშნულიდან მკაფიოდ ჩანს, რომ სამართალდამცავთა მიერ შესაძლო სამართალდარღვევების ფაქტები რეალურად არ არის ეფექტურად გამოძიებული და ხშირად არაგონივრულად იწელება ვადებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები