კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სემნები: ევროკავშირს 2008 წლის აგვისტოს ომის აცილებასთან დაკავშირებით, მეტის გაკეთება შეეძლო

10 ნოემბერი, 2009

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ესკალაცია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“ომის დაწყების მიზეზების გაანალიზება ვრცელი ისტორიაა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი სახიფათო მომენტი იყო. საკმარისია გავიხსენოთ რუსული რაკეტის საქართველოში ჩამოვარდნა – ამის შემდეგ, რეგიონში დაძაბულობა გაიზარდა ორი მიმართულებით: ერთი მხრივ საქართველოსა და უმცირესობებს შორის, მეორე მხრივ კი, საქართველოსა და რუსეთს შორის”, - აცხადებს სემნები.

მისივე თქმით, მხარეები სხვადასხვაგვარად უდგებიან ტალიავინის კომისიის დასკვნას, მაგრამ დღეს მხარეები მომავალზე უნდა ფიქრობდნენ და არ უნდა გააკეთონ აქცენტი იმაზე, თუ რა მოხდა 2008 წლის 7-8 აგვისტოს.

სემნების განცხადებით, ტალიავინის კომისიის მუშაობის მიზანი ვინმეს დასჯა არ იყო.
“ეს გაკვეთილია, რომელიც მხარეებმა სიტუაციიდან გამოიტანეს. ევროკავშირმა რისკები ვერ შეაფასა და, სავარაუდოდ, ჩვენ კონფლიქტის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით მეტის გაკეთება შეგვეძლო. ომამდე ჩვენ რეგიონში უფრო ფართოდ რომ ვყოფილყავით წარმოდგენილი, ალბათ, ეს თავის როლს შეასრულებდა”, - აცხადებს სემნები

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები