კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაცია დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს

10 ნოემბერი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის“ დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ იზოლატორების დიდ ნაწილში მძიმე პირობებია და ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირთათვის, რომელთაც ადმინისტრაციული სახდელის სახით 30 დღიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ოფიციალური ინფორმაციით, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია სასეირნო ეზო; ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის 6 საკანში განთავსებულია 14 რკინის საწოლი, არ არსებობს გათბობისა და სავენტილაციო სისტემები. დმი-ს არ გააჩნია ფანჯრები და სასეირნო ეზო; სავენტილაციო სისტემა და სასეირნო ეზო არც საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები. 12 რკინის საწოლია განთავსებული სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში. სავენტილაციო სისტემა და სასეირნო ეზო არც სიღნაღის იზოლატორს აქვს. დაკავებულებს პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთებს არც აქ აძლევენ.

როგორც ცნობილია, პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2009 წლის 18 აგვისტოდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ძალაში ახალი წესები შევიდა. ერთ-ერთი სიახლის მიხედვით, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 3-ჯერ, 90 დღემდე გაიზარდა. ნანა კაკაბაძის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ზემოთაღნიშნულ პირობებში 3 თვით ადმინისტრაციული პატიმრობა პირდაპირ უტოლდება დაკავებულების წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები