კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სს "თბილისის საერთაშორისო აეროპორტის" დირექტორს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

11 ნოემბერი, 2009

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სააქციო საზოგადოება "თბილისის საერთაშორისო აეროპორტის" დირექტორს კონსტანტინე ქამუშაძეს  აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ამით დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

ქამუშაძე  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 9 ნოემბერს დააკავეს. 

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მან ფინანსური მაქინაციებით გაზარდა ხარჯი და მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი მილიონ 500 ათასი ლარი.
ამასთან, 2008 წლის აგვისტოსა და დეკემბერში კონსტანტინე ქამუშაძემ პირადად თავისთვის ხელფასის და პრემიის სახით მიიღო 31 ათასი ლარი. საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა მილიონ 500 ათასი ლარის მატერიალური ზარალი.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქამუშაძის გარდა, ამავე ბრალდებით დაკავებულია, აგრეთვე, სააქციო საზოგადოების ბუღალტერი დავით კობაიძე.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები