კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელფასების მოთხოვნით სიღნაღში მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს

12 ნოემბერი, 2009

სიღნაღში მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სამშენებლო კომპანია „თბილისისგან“ კუთვნილ ხელფასს მეათე თვეა, უშედეგოდ ითხოვს 30-მდე ადამიანი, რომლებიც სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულნი.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა „ახალი მემარჯვენეების“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მალხაზ ხუციშვილმაც გამოუცხადა.

„სიღნაღის გამგებელმა მუშებს ხელფასების გადახდის პირობა მაისში მისცა, მაგრამ მოატყუა. ხალხი ლუკმა - პურის გარეშეა დარჩენილი, ამუშავეს და ანაზღაურებას არ აძლევენ. სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ხელფასს არ იხდიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის და მისი დამფუძნებლები პარლამენტში სხედან, მამუკა ჩარკვიანის სახით, თორემ ამ ხელისუფლებას იმდენად კარგად ეხერხება ბიზნესის დაწიოკება, აქამდე თანხებს ათჯერ გადაახდევინებდნენ“, - განაცხადა მალხაზ ხუციშვილმა.

სამშენებლო კომპანია „თბილისის“ გენერალური დირექტორის გონელი ყურაშვილის განცხადებით, სახელფასო დავალიანებები არსებობს, ოღონდ მათი გადასახდელი არ არის.

„სიღნაღის რეაბილიტაციაზე მუშაობდნენ ჩვენს მიერ დაქირავებული სხვა ორგანიზაციები და ვალებიც მათ უნდა გაისტუმრონ“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები