კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მაესტრო“ სამწლიანი მართვის უფლებით ეროსი კიწმარიშვილს გადაეცა

13 ნოემბერი, 2009

ტელეკომპანია „მაესტრო“ სამწლიანი მართვის უფლებით „რუსთავის მედია-მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელს, ეროსი კიწმარიშვილს გადაეცა. ამის შესახებ  ტელეკომპანია „მაესტროს“ ოფისში ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელშეკრულებაში, რომელიც ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ეროსი კიწმარიშვილს შორის გაფორმდება, 100 პროცენტით იქნება დაცული სარედაქციო დამოუკიდებლობა.

„მაესტრო არც ერთი პროცენტი არ გაყიდულა არც ნინო ბურჯანაძეზე და არც ირაკლი ალასანიაზე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - აღნიშნა ღლონტმა.

ეროსი კიწმარიშვილის თქმით კი, ისინი შეთანხმდნენ ურთიერთობის ფორმებზე და მამუკა ღლონტს, როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებელს, გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება ექნება.

„არ არის გამორიცხული, ტელეკომპანია „მაესტროზე“ ვიხილოთ ბევრი ის ჟურნალისტი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო, არ მიუწვდება დღეს ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაზე. ესენი შეიძლება იყვნენ „რუსთავი-2“-ის ძველი სახეები. თუმცა, ძირითადი აქცენტი გაკეთდება „მაესტროზე“ მომუშავე კორესპონდენტებზე“, - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.

მისივე თქმით, არხის ძირითადი მიმართულება იქნება ობიექტური ახალი ამბები. ტელეკომპანიას გააკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან.

კიწმარიშვილს ტელეკომპანიის დაფინანსების წყაროები არ დაუკონკრეტებია. თუმცა  აღნიშნა, რომ ფინანსები, რომელიც ტელეკომპანიის განახლებას მოხმარდება, იქნება გამჭვირვალე და ლეგალური.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები