კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პიტერ სემნები: „ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს ოთხი მოზარდის გასათავისუფლებლად“

13 ნოემბერი, 2009

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, პიტერ სემნების განცხადებით, ევროკავშირს სურს, სადამკვირვებლო მისია კონფლიქტურ რეგიონებშიც შევიდეს და მონიტორინგი განახორციელოს.

 სასტუმრო „რედისონში“ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ პიტერ სემნებიმ განაცხადა: „ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ჩვენი სადამკვირვებლო მისიის ფორმატის შეცვლაზე. ჩვენი მიზანია, შევიდეთ კონფლიქტურ რეგიონებში და მონიტორინგი განვახორციელოთ. ჩვენი მისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონფლიქტური რეგიონების ტერიტორიაზე“.

 როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს ცხინვალში დაკავებული 4 ქართველი მოზარდის გასათავისუფლებლად:
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოზარდები გაათავისუფლონ. ევროკავშირი ამ ინციდენტით ღრმად არის შეშფოთებული“.

ცხინვალის რეჟიმის ე.წ. შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეები: გიორგი რომელაშვილი (დაბადებული 1995 წელს), ალეკო საბაძე  (დაბადებული 1995 წელს), ვიქტორ ბუჩუკური (დაბადებული 1993 წელს) და  ლევან ხმიადაშვილი (დაბადებული 1992 წელს).

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნები გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მიმდებარე ტერიტორიიდან 4 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში დაიკარგნენ. 

ცხინვალში ამტკიცებენ, რომ მოზარდებს ხელყუმბარები და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოუჩინეს. მათივე ინფორმაციით, მოზარდებთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გაიმართება. თუმცა, ცხინვალში განხილვის დროს არ აზუსტებენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუარესდა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები