კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ატმის ქურდობის ისტორია მამა-შვილის დაპატიმრებით დასრულდა

13 ნოემბერი, 2009

მამა-შვილ გივი და ალექსანდრე პაპალაშვილებს პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა. საპროცესო გარიგების პირობებით, 26 წლის ალექსანდრე პაპალაშვილს 6 თვით, ხოლო მამამისს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა, ჯარიმის გარეშე.

გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა გივი და ალექსანდრე პაპალაშვილები 18 აგვისტოს დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედება მოქალაქე სოსო კოჭლამაზაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

საქმის ვითარება ასეთია: 15 აგვისტოს პაპალაშვილებმა, როგორც თავად ამბობენ, ნაკვეთში ატმის ბაღის ქურდი სოსო კოჭლამაზაშვილი დაიჭირეს. კოჭლამაზაშვილი მათგან გაქცევას ცდილობდა, რის გამოც სატვირთო მანქანაში ჩასვეს, დააბეს და სოფელში წაიყვანეს, სადაც მას თოკები შეხსნეს და ხალხის თანდასწრებით ხელწერილი დააწერინეს. ხელწერილში კოჭლამაზაშვილი აღიარებს, რომ ატამი ნამდვილად მან მოიპარა და თანხას იმ შემთხვევაში აანაზღაურებს, თუ მას პოლიციას არ გადასცემენ. კოჭლამაზაშვილი მართლაც გაუშვეს, თუმცა ორი დღის შემდეგ მან პოლიციაში იჩივლა.

კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ მას ქურდობა არ ჩაუდენია და ხელწერილი, რომელიც პაპალაშვილებს აქვთ, მის მიერ არ არის დაწერილი. პროკურატურამ პაპალაშვილებს ბრალი კოჭლამაზაშვილისთვის თანხის გამოძალვის მცდელობასა და მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დასდო.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებდნენ, პროკურატურა მათთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

                      

ახალი ამბები