კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იაფი დაზღვევის პროგრამას დადებითად აფასებს

16 ნოემბერი, 2009
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დადებითად აფასებს ხუთლარიანი სადაზღვევო პოლისის პროგრამას. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქაროსანიძემ განაცხადა, „დაზღვევის ე.წ. 5-ლარიანი სქემა შეიძლება, სულაც არ იყო ახალი და შესანიშნავი სოციალური ინიციატივა, მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო“.

„სათანადო კორექტირების შემთხვევაში, ამ სქემამ, შესაძლოა, რეალურად შეუწყოს ხელი საქართველოს მოსახლეობისთვის მტკივნეული ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას. ის გარკვეულწილად არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა: სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული კორუფცია, პაციენტთათვის არჩევანის შეზღუდულობა, კონკურენციის არარსებობა, მედიკამენტებზე მაღალი ფასები და სხვა. პროგრამა ეფუძნება მექანიზმს, რომლითაც გაწეული მომსახურების დაფინანსება მიღებული შედეგების შესაბამისად ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალი სქემა, მოქალაქეთა დაზღვევით დაინტერესებით, ქმნის პოტენციას, რომ ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება გაიზარდოს. თუმცა, შეთავაზებული პაკეტი ძალიან შეზღუდულია (ის ფაქტობრივად მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ფარავს) და ამიტომ მისით დაინტერესება საკმაოდ დაბალია. დაინტერესების დაბალი დონე საფრთხეს უქმნის სქემის ეფექტიან მუშაობას და აფერხებს დაზღვევის სისტემის გაჯანსაღებას“, - აღნიშნავს ქაროსანიძე.

მისივე თქმით, აუცილებელია, ამ პროგრამაში ადამიანების დიდი რაოდენობა ჩაერთოს: „ეს რისკის შემცირებას და შესაბამისად, დაზღვევის პროდუქტიულობის გაზრდას შეუწყობს ხელს. თუ ახალი სადაზღვევო სქემით შემოთავაზებული სამედიცინო მომსახურების არეალი გაიზრდება და დაიხვეწება მისი რეგულირების მექანიზმები (როგორც სადაზღვევო კომპანიებში, ასევე, ხელისუფლების დონეზე), დაზღვევით უფრო მეტი მოქალაქე დაინტერესდება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, შეღავათიანი დაზღვევა საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებზე დადებითად იმოქმედებს“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები