კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელიტური გადაღებების თემა ადამიანების გატაცებების გახშირებას უკავშირდება

16 ნოემბერი, 2009
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატაცებების ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით დღის წესრიგში დგება საკითხი ევროკავშირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელიტური გადაღებების წარმოების თაობაზე.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, ამ ტერიტორიებზე სატელიტური გადაღებების შესახებ ინიციატივა ქართულმა მხარემ დაახლოებით ნახევარი წლის წინ წამოაყენა, მაგრამ ამ დრომდე ეს საკითხი, ევროკავშირის დონეზე, განხილული არ ყოფილა.

მისივე ვარაუდით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ჰანსიორგ ჰაბერის განცხადება, რომ თეორიულად ასეთი გადაღების წარმოება შესაძლებელია, გატაცებების გახშირების ფაქტს უკავშირდება.

მინისტრის მოადგილის თქმით, გადაღებების დაწყებისთვის აუცილებელია ტექნიკური, ასევე ფინანსური საკითხების შეთანხმება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. თუმცა, მთავარია, რომ საუბარი ამის შესახებ უკვე დაწყებულია.
სატელიტური გადაღებები შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს, მიიღოს ინფორმაცია უკონტროლო ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დღემდე არ უშვებენ.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მიერ თანამგზავრის დაკვირვების ინიციატივა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თემურ იაკობაშვილმაც შეაფასა 

„იმ ფონზე, როცა საქართველოს ხან „ალ-ქაიდას“ წევრების შეფარებას, ხან ამერიკული იარაღის შემოტანას აბრალებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია შეაგროვოს ამ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ხელს შეუწყობს დაძაბულობის თავიდან აცილებას“, - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები