კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოსახლებული ოჯახი სახლში უკან დააბრუნეს

17 ნოემბერი, 2009

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახი, რომელიც პოლიციამ საცხოვრებელი სახლიდან საცხოვრებელ სახლში მალევე უკან დააბრუნეს. როგორც გურამ ცეცხლაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, სამართალდამცავებმა ოჯახს საქმის გასარკვევად ერთი თვის ვადა მისცეს.

გურამ ცეცხლაძის განცხადებით, წელიწადნახევრის წინ, სამთაწყაროში ბინა ემზარ წიკლაურისგან შეიძინა, რაშიც თანხის ნაწილი - 1000 აშშ დოლარი მაშინვე გადაიხადა,  ნაწილი კი მოგვიანებით უნდა დაეფარა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იგივე ბინა წიკლაურმა სხვაზეც გაყიდა და გადაუფორმა კიდეც.

„წიკლაურის ხელწერილიც გვაქვს, სადაც ადასტურებს, რომ თანხა ნამდვილად აიღო. იგი აღარც თანხას გვიბრუნებს და ახალი მფლობელის მოთხოვნით, პოლიციამ სახლიდანაც გამოგვასახლა“, - ამბობს გურამ ცეხლაძე. საცხოვრებელი სახლის დაცლას პოლიციისგან სწორედ ბინის ახალი მეპატრონე ითხოვდა.

ცეცხლაძეების ხუთშვილიან ოჯახს სხვა წასასვლელი არსად აქვს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშნული საარსებო შემწეობაა.  ცეცხლაძეები აჭარიდან ჩამოსახლებული  ეკომიგრანტები არიან.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს უფასო იურიდიულ დახმარებას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღმოუჩენს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები