კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეროვნული ფორუმი“ „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ მოქალაქეებისგან თანხების გამოძალვაში ადანაშაულებს

17 ნოემბერი, 2009

პოლიტიკური პარტია „ეროვნული ფორუმი“ ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ მოსახლეობისგან თანხების გამოძალვაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა ნიკო ორველაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მაგალითად, საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდი ჩაილურის მაცხოვრებლებს დიდი რაოდენობით თანხების გადახდას აიძულებენ. მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე კი სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს.

„პირთა ჯგუფმა სოფელ დიდ ჩაილურში მცხოვრებ აბონენტებს ქვითრები ჩამოურიგა, რომელიც არც დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობას, არც მისი ფასის და არც მრიცხველის მიერ დაფიქსირებული საწყისი და საბოლოო ჩვენებების შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს. აბონენტებისაგან საკმაოდ დიდი თანხის გადახდას ითხოვენ. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც თანხა ვერ გადაიხადა, მასობრივად შეუწყვიტეს ელექტროენერგია. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ მოსახლეობას თანხებს სძალავს. მათი მხრიდან ეს თავხედობა დიდი ხანია, დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ მხრივ რეგიონში სრული განუკითხაობაა“, - აცხადებს ნიკო ორველაშვილი.

„ეროვნული ფორუმის“ ბრალდებებთან დაკავშირებით ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ჟანა დიდებაშვილმა განაცხადა: „პოლიტიკოსების საქმეა ის, რომ ილაპარაკონ და სხვადასხვა ორგანიზაციებს ბრალდებები წაუყენონ. ჩვენი მოვალეობა საქმის კეთებაა და ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. კომენტარებისთვის არ გვცალია“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი                        

ახალი ამბები