კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალში გატაცებული მოზარდებისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდება სეპარატისტებმა 14 დღის შემდეგ გაახმაურეს

18 ნოემბერი, 2009

ქართული მხარისთვის უცნობი იყო, რომ ცხინვალის რეჟიმმა დაკავებულ ქართველ მოზარდებს 4 ნოემბერს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. „ჩვენთვის ოსურ მხარეს ეს ინფორმაცია აქამდე არ მოუწოდებია“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა.

პოსტკონფლიქტურ საკითხებში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის, მერაბ ჩიგოევის ცნობით, დაკავებულ ქართველ მოზარდებს ორთვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული და ისინი პატიმრობაში კიდევ ერთი თვისა და 20 დღის განმავლობაში დარჩებიან. ჩიგოევს არ დაუკონკრეტებია, გაათავისუფლებენ თუ არა მოზარდებს ამ ვადის გასვლის შემდეგ. 

მისივე თქმით, ცხინვალის რეჟიმი დაკავებული ქართველი მოზარდების სანახავად მათი მშობლების დაშვების საკითხს განიხილავს: „ამჟამად დაკავებულებთან მშობლების დაშვების საკითხი განიხილება. მოლაპარაკებებში ერთი მხრივ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრები მონაწილეობენ, რომლებსაც შესაბამისი თხოვნით მშობლები მიმართავენ. მეორე მხრივ კი, ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცავები გადაწყვეტენ“.  

ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში ქართველ მოზარდებთან მშობლების დაშვების თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

ერთ-ერთი დაკავებულის – ვიქტორ ბუჩუკურის დედის ეკა ბუჩუკურის განცხადებით, აღნიშნული თხოვნით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს უკვე მიმართეს: „მათ ამ თხოვნით ყოველ შეხვედრაზე მივმართავთ. თუმცა, წითელი ჯვრის წარმომადგენლები ცხინვალში ჩვენს შეყვანაზე უარს აცხადებენ და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ოსური მხარის უარია“.

სოფელ ტირძნისის მცხოვრები 4 არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო საბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ბრალად ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას სდებს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები