კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი: „ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებისთვის მუშაობა უკვე დაიწყო“

20 ნოემბერი, 2009

„არჩევნები ჯერ არ დანიშნულა, მაგრამ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მისი გაყალბებისთვის მუშაობა“, - განაცხადა „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ხელისუფლება უკვე შეუდგა „ინოვაციური“ სქემების შემუშავებას თვითმმართველობის არჩევნების გასაყალბებლად.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამჯერად ხელისუფლება თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების გაყალბებას შემდეგი გზით გეგმავს: რაიონებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელფასიან კოორდინატორებს ევალებათ, შეარჩიონ და თბილისის კოორდინატორების მეშვეობით, დედაქალაქში დაარეგისტრირონ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები. გათვლა ასეთია – ამ გზით თბილისის თითოეულ საარჩევნო უბანზე, დაახლოებით, 70-დან 100-მდე მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ მისცემენ ხმას“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისში 750-მდე საარჩევნო უბანია, არჩევნების გაყალბების ახალი სქემით, დაახლოებით, 75 000 არათბილისელი ამომრჩეველი თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

„ხელისუფლება კარგად ხედავს, რომ ყველაზე მეტი პრობლემა მას დედაქალაქში შეექმნება და ამ სქემის შემუშავებაც სწორედ ამით არის განპირობებული. სახელისუფლო პარტია ამ და კიდევ სხვა მეთოდებით ცდილობს, მოუგროვოს გიგი უგულავას ის 30%, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი და პრინციპული აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში“, - აღნიშნა სუბარმა.

მისივე თქმით, დაიწყება კონტროლი დედაქალაქში მოქალაქეთა რეგისტრირების რაოდენობრივ მაჩვენებელზე და მისი მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე დასვამენ საკითხს, ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობის შესახებ.

„ხელისუფლების გარდა, ვაფრთხილებთ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში, რომ მათ მომავალში შესაძლოა, შეექმნათ გარკვეული პრობლემები. აქვე დავამატებთ, რომ ჩვენ გვყავს კონკრეტული ინფორმატორები, ვინც გვაცნობა ამ სქემების შესახებ. თუმცა, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებთ. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, არამედ კუდ-ის თანამშრომლებსაც აქვთ მიღებული დავალება. მათ ევალებათ, დედაქალაქში  თითოეულმა 20-20 ადამიანი დაარეგისტრიროს", - აღნიშნა სუბარმა.

წყარო: „ინტეპრესნიუსი“

ახალი ამბები