კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს საერთაშორისო სასამართლო საქართველოს სარჩელის შემდგომი განხილვისთვის დამატებით მასალებს ითხოვს

20 ნოემბერი, 2009

ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის შემდგომი განხილვისთვის დამატებით მასალებს ითხოვს. ამის შესახებ  სასამართლოს თავმჯდომარემ ხისასი ოვადამ „რია-ნოვოსტის“ ოფისში გამართული ვიდეოხიდის მიმდინარეობისას განაცხადა. აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს სარჩელი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას შეესაბამება.

ხისასი ოვადას თქმით, პირველადი განხილვის შემდეგ, სასამართლო რუსეთის მიმართ დროებითი ღონისძიების გატარების გადაწყვეტილებაზე შეთანხმდა. თუმცა, ეს საბოლოო ზომები არ არის და საქმის შემდგომი მსვლელობისთვის აუცილებელია, ორივე მხარემ საერთაშორისო სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებები და არგუმენტები წარადგინოს.

„აღნიშნული სარჩელი გასული წლის აგვისტოში საქართველომ შემოიტანა. ჩვენ ამჟამად საქმე გვაქვს სარჩელის მხოლოდ ერთ ასპექტთან, რადგან საქართველოს სარჩელი მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ, კონკრეტულად, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის დარღვევის ბრალდებით. ეს ასპექტი ეხება საქართველოს თხოვნას დროებითი ზომების გატარების შესახებ და ჩვენ ეს შევასრულეთ. თუმცა, ეს არაა საბოლოო ზომები. მოგეხსენებათ, წამების შესახებ არსებული საერთაშორისო კონვენცია იძლევა შესაძლებლობას, კონკრეტული მუხლის საფუძველზე ერთი მხარე მეორის წინააღმდეგ გამოვიდეს, რაც მოხდა კიდეც. ორივე მხარე - როგორც რუსეთი, ისე საქართველო, უნდა ასრულებდეს წამების საწინააღმდეგო კონვენციას. სწორედ ამ კონვენციის შესრულების ხარისხის კვლევას ეფუძნებოდა აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითი ზომების გატარების შესახებ. საქართველოს სარჩელი ნამდვილად გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაშია და სასამართლო მუშაობას აგრძელებს. საქმის შემდგომი ეტაპისთვის კი ახლა მხარეების დამატებით არგუმენტებს ველოდებით“, - განაცხადა ოვადამ.

ამ განცხადებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროც გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციით, საქართველოს ამ ეტაპზე სასამართლოს ყველა მოთხოვნა აქვს შესრულებული და რუსეთის ფედერაციის მიერ წინასწარი შეპასუხების ან საპასუხო მემორიალის წარდგენას ელოდება.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები