კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის მე-5 საბავშვო ბაღის მენეჯერს ბავშვთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

20 ნოემბერი, 2009

 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისი ქალაქ თელავის მე-5 საბავშვო ბაღის მენეჯერს, ეკატერინე ადამაშვილს ბავშვთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისში განმარტეს, მათ ხელთ არსებული მონაცემებით, ეკატერინე ადამაშვილი საბავშვო ბაღში მისაღებ ბავშვებს იმის მიხედვით არჩევს, ვის ჰყავს მატერიალურად შეძლებული მშობლები, რამდენად დამჯერები არიან ბავშვები და რამდენად ცოტას ჭამენ აღსაზრდელები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში აცხადებენ, რომ თუკი ბავშვები ვერ აკმაყოფილებენ საბავშვო ბაღის გამგის მიერ დაწესებულ პირობებს, ეკატერინე ადამაშვილი მათ მშობლებს ბაღიდან აღსაზრდელების გაძევებით ემუქრება: „ბაღის გამგე და რამდენიმე პედაგოგი ბავშვებს მათი თანატოლების თანდასწრებით ამცირებენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. გარდა ამისა, საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობას აღსაზრდელთა მშობლებთან ხელშეკრულებები არ გაუფორმებია. ზეპირი მოლაპარაკებით, საბავშვო ბაღში ბავშვის აღზრდის სანაცვლოდ, მშობელმა ყოველთვიურად უნდა გადაიხადოს 20 ლარი. თუმცა, მენეჯერი მშობლებისგან მეტი თანხის გადახდას მოითხოვს“, - აცხადებენ უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

ბრალდებებს უარყოფს საბავშვო ბაღის მენეჯერი. მისი თქმით, ზოგიერთმა ბავშვმა ქცევის წესები არ იცის, უცენზურო სიტყვებით საუბრობს, საბავშვო ბაღი კი ძნელად აღსარდელთა დაწესებულება არ არის. რაც შეეხება თანხის გადახდას, ადამაშვილის განმარტებით, 20 ლარი საწყისი ღირებულებაა და მშობლებს, ვისაც საშუალება აქვს, შეუძლიათ, მეტიც გადაიხადონ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები