კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი კორძაიას, ჯაბა ჯიშკარიანსა და დაჩი ცაგურიას სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

25 ნოემბერი, 2009

 საქალაქო სასამართლომ "მოძრაობა 7 ნოემბრის" ლიდერებს, ჯაბა ჯიშკარიანს, დაჩი ცაგურიასა და ირაკლი კორძაიას ადმინისტრაციული სასჯელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაჩი ცაგურიას ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, სასამართლო პროცესები ცალ-ცალკე ჩატარდა და ყველა მათგანი იდენტურად წარიმართა.

„არც ერთ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ არ გაიზიარა დაკავებულთა ადვოკატების შუამდგომლობა მათი დაკავების ვიდეომასალის ნახვასთან და მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, მოსამართლეებმა გაიზიარეს პატრულების მოთხოვნა და დაკავებულებს 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა და განმარტა, რომ „მოძრაობა 7 ნოემბრის“ წევრები „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევაში დაადანაშაულებს.

ნიკოლაიშვილის თქმით, ცაგურია, ჯიშკარიანი და კორძაია 23 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ საპატრულო პოლიციამ დააკავა, როდესაც ისინი კიბეებზე ისხდნენ ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანისა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ისტორიების ამსახველი პლაკატებით.

„პატრულმა მათ უთხრა, რომ აქცია უკანონო იყო, რადგან ნებართვა არ ჰქონდათ. წინა დღეს კი, მოძრაობას მერიამ უთხრა უარი აქციის ჩატარებაზე იმ მოტივით, რომ 23 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილი იყო ღონისძიებები“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები