კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო კოდექსი - NDI-ს ოფისიდან პალიკო კუბლაშვილის კაბინეტამდე

30 ნოემბერი, 2009

პარლამენტი საარჩევნო საკითხებზე რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეული შეთანხმებების განხილვას იწყებს.

საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის წევრები 26 ნოემბერს, NDI-ს ოფისის ნაცვლად, პარლამენტში, დეპუტატ პავლე კუბლაშვილის სამუშაო ოთახში შეიკრიბნენ.
შეკრებას არ ესწრებოდნენ „მრეწველები“ და „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

პავლე კუბლაშვილმა სამწუხარო უწოდა „ალიანსი საქართველოსთვის“ გამოთიშვას. იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ალიანსი საქართველოსთვის“ განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებთან მიღწეული შეთანხმება კანონმდებლობაში მაინც აისახება.

კერძოდ, სამუშაო ჯგუფის მიერ მიღწეული შეთანხმებები კანონპროექტის სახეს, სავარაუდოდ, უკვე ხვალ მიიღებს და ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მისი ინიცირებაც განხორციელდება.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები შეხვედრის შემდეგ აცხადებდნენ, საარჩევნო საკითხებზე მუშაობა, საკანონმდებლო ორგანოში მისი ინიცირების მიუხედავად, კვლავ გაგრძელდება. სავარაუდოდ, პროექტის მეორე მოსმენისთვის, რიგ მუხლებთან დაკავშირებით, ალტერნატიული წინადადებებიც იქნება წარდგენილი.

ახალი საარჩევნო კოდექსი პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც „ქრისტიან-დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძე აცხადებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვერ ჩატარდება.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები