კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატი გია ცაგარეიშვილი საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

30 ნოემბერი, 2009

ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობასთან დაკავშირებით, მთავრობას სასამართლოში უჩივის, რაც, მისივე შეფასებით, უპრეცედენტო მოვლენაა. როგორც ცაგარეიშვილმა განაცხადა, აქამდე არ ახსოვს, პარლამენტის წევრს მთავრობისთვის ეჩივლოს.

სარჩელს დეპუტატი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამზადებს. მანამდე კი პარლამენტში დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლების მიწვევას აპირებს. აქ იგი დიპლომატიურ კორპუსს გააცნობს, საქართველოში რამდენად უუფლებოა არათუ ჩვეულებრივი მოქალაქე, არამედ პარლამენტის წევრიც კი.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციას, გია ცაგარეიშვილი ორი თვის განმავლობაში ითხოვს საჯარო ინფორმაციას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის თაობაზე; ასევე - ინფორმაციას იმ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა იურიდიულ თუ კერძო პირებს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან კი, დეპუტატი ითხოვს ცნობებს დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებული ადგილების შესახებ.

გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ კობა სუბელიანის უწყება შეგნებულად უმალავს ინფორმაციას, რადგან იგი უკვე დაკავებულია არჩევნების გაყალბებით.

ცაგარეიშვილი 26 ნოემბერს კიდევ ერთხელ მიმართავს წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს და აღნიშნული ინფორმაციების მიწოდებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

სარჩელი კი, კონკრეტულად, ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის, ეკონომიკის მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანის წინააღმდეგ მზადდება. 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები