კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზისუბნიდან გაზი სააკაშვილთან ერთად წავიდა

30 ნოემბერი, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს. როგორც ვაზისუბნელებმა განაცხადეს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა სოფლის საჯარო სკოლის შენობაში გაზი აანთო და მოსახლეობას სოფელში გაზის შეყვანა მიულოცა. თუმცა, როგორც კი პრეზიდენტმა სოფელი დატოვა, ვაზისუბანი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.

„პრეზიდენტის აქ ყოფნის დროს გვპირდებოდნენ, რომ მაქსიმუმ ორ თვეში ბუნებრივი აირით სოფელში მცხოვრები ყველა ოჯახი ისარგებლებდა. მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა და გაზი ისევ არ გვაქვს. უფრო მეტიც, ძველი გაზგაყვანილობის მილებიც ამოთხარეს და ჯართში ჩააბარეს“, - აცხადებენ ადგილობრივები.

„გურჯაანგაზის“ მთავარი ინჟინერის ილია ტყავაშვილის განმარტებით, სოფელ ვაზისუბნის გაზიფიცირება 2010 წელს არის დაგეგმილი. თუ ასეა, საინტერესოა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ როგორ აანთო გაზი ვაზისუბნის სკოლაში პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა?

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები