365-მა მოვაჭრემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ისინი აგრარულ ბაზარში მათი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამგებლის ბრძანებას ასაჩივრებენ.
სამართალდამცავებმა მოვაჭრეები გააფრთხილეს და რამდენიმე დღის ვადა მისცეს, დაცალონ აღნიშნული ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში დარბევით და პროდუქტის განადგურებით ემუქრებიან.
დაზარალებული მხარე მოითხოვს, სამართალდამცავებმა სასამართლო განაჩენის გამოტანას დაელოდონ და თავი შეიკავონ დარბევისაგან.
შორენა ღლონტი, ოზურგეთი