კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებისთვის არასასურველ პირებს პარლამენტში შესვლა ეკრძალებათ

1 დეკემბერი, 2009

პარლამენტის შენობაში ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილისა და გიორგი გამცემლიძის მშობლებს შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. საშვები, რომელიც მათ სახელზე დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დაუშვა, გაუქმებული აღმოჩნდა.

ეს საკითხი ლორთქიფანიძემ 1 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე გააპროტესტა. დეპუტატს საკითხის გარკვევას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაპირდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილისა და გიორგი გამცემლიძის მშობლებს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ იმიტომ არ მიეცათ, რომ მათი გვარები ერთიანი სიით იყო გადაცემული იმ ადამიანების გვარებთან ერთად, რომლებიც, თავის დროზე, დეპუტატებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ უკანასკნელების მიმართ პარლამენტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ მოთხოვნას აყენებს და ერთიანი სიის ანულირებაც ამ მიზეზით მოხდა. 

როგორც ირკვევა, პარლამენტის დაცვის სამსახურის „შავ სიაში“ შეტანილია ახალგაზრდული ორგანიზაციები - „მოძრაობა 7 ნოემბერი“ და „დაიცავი სიცოცხლე!“ ამ ორგანიზაციების წევრებს პარლამენტში შესვლა ეკრძალებათ.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ დეპუტატებს საჯაროდ ქვებს და კვერცხებს ესროდნენ, წყალს ასხამდნენ და შეურაცხოფას აყენებდნენ, სხდომათა დარბაზსა და პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაც არ ეკუთვნით.

„მათ მიმართ ყველა ჩვენგანს, ჩვენი პოზიციის მიუხედავად, განსხვავებული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. ეს არის ღირსების საკითხი. ადამიანს, რომელიც ჩვენს კოლეგას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს, არ უნდა მივცეთ საშუალება, თავი თანაბრად იგრძნოს და პარლამენტის სხდომებს შეუზღუდავად დაესწროს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

„ქრისტიან-დემოკრატები“ გახმაურებული მკვლელობების გამოსაძიებლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ახლედიანმა დააყენა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძისა და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეებზე.

საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით პარლამენტის წევრებს დაახლოებით ორი თვის წინ „მოძრაობა 7 ნოემბრის“ წევრებმა - დაჩი ცაგურიამ, ირაკლი კორძაიამ და ჯაბა ჯიშკარიანმა მიმართეს. ისინი მოითხოვენ, ზურაბ ვაზაგაშვილის, ალექსანდრე ხუბულოვის, ამირან რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, გიორგი გამცემლიძის, როინ შავაძის, აფრასიძეებისა და სხვათა გახმაურებული საქმეები შეისწავლონ. მათ მიერ პარლამენტში შეტანილი განცხადების თანახმად, კომისიის შესწავლის საგანი გურამ შარაძის მკვლელობის საქმეც უნდა გახდეს.


წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები