კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუს ექსპერტებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს

1 დეკემბერი, 2009

რუს ექსპერტებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ეს ინფორმაცია „ექსპერტთა კლუბში“ დაადასტურეს. ექსპერტები თბილისში ერევნიდან ჩამოფრინდნენ, თუმცა თბილისის აეროპორტში გზის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს.

საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კავკასიის კვლევათა ცენტრის ექსპერტ ნიკოლაი სილაევსა და რუსეთის ფედერაციის არქივის დირექტორს, სერგეი მირონენკოს. ამის შემდეგ, ჯგუფის კიდევ სამმა  წევრმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ბარანოვსკიმ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციისა და საზოგადოებრივი მეცნიერების ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ალექსანდრე მილერმა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის მრჩეველმა, არტიომ მალგინმა საქართველოში შემოსვლაზე უარი თქვეს. ისინი ერევნის გავლით მოსკოვში დაბრუნდნენ. 

რუს ექსპერტთა ჯგუფს 1-3 დეკემბერს თბილისში  შეხვედრები უნდა გაემართა „რუსეთის კვლევების ცენტრსა“ და „ექსპერტთა კლუბში“.
 
მოსკოვიდან თბილისში გამოფრენამდე ექსპერტი ნიკოლაი სილაევი აცხადებდა,  რომ  საუბარი იქნებოდა არა მარტო რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, არამედ განიხილავდნენ ქართველი და რუსი მეცნიერ-ექსპერტების თანამშრომლობის მიმართულებებსა და პერსპექტივების შესაძლებლობას.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, რუსი ექსპერტებისთვის საქართველოში შემოშვებაზე უარი ის შემთხვევაა, როცა მომხდარის უკომენტაროდ დატოვება უფრო მეტყველია, ვიდრე  - რაიმე კომენტარის გაკეთება. 

„როგორც ჩანს, ჩვენს ზოგიერთ პარლამენტარს ყველა ისეთი მერყევი ჰგონია, როგორც თავად არის, რის დასტურადაც პარტიიდან პარტიაში მათი არაერთი გადაბარგების ფაქტიც საკმარისია“, - გვიპასუხა სოსო ცისკარიშვილმა შეკითხვაზე - ხომ არ აჯობებდა,  რუსი ექსპერტები შემოეშვათ და მათ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქართველი ექსპერტებისგან პრინციპული პოზიცია მოესმინათ?

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები