კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგებს მეცამეტე ხელფასის მოთხოვნას უკრძალავენ

2 დეკემბერი, 2009

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი საჯარო სკოლების მასწავლებლებს მეცამეტე ხელფასის მოთხოვნას უკრძალავს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს მასწავლებლებმა აცნობეს.

პედაგოგების თქმით, ისინი სკოლის დირექტორებმაც გააფრთხილეს, ხელი არ მოაწერონ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების მიმართვას, რომელიც მეცამეტე ხელფასის მოთხოვნით, პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერების შეგროვებას ისახავს მიზნად.

პედაგოგებზე ზეწოლის ფაქტს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირებშიც ადასტურებენ.

ინფორმაციას უარყოფს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი. მისი განცხადებით, მასწავლებლები ისედაც კმაყოფილები არიან, რომ ხელისუფლება მათთვის მატერიალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები