კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს ოსი ეროვნების პატიმრების გათავისუფლებაზე კომენტარს არ აკეთებს

2 დეკემბერი, 2009

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს სააგენრო „ოსინფორმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 2 დეკემბერს ქართულმა მხარემ ოსი ეროვნების ხუთი მოქალაქე გაათავისუფლა.

როგორც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ ვერ გაკეთდება.
 
სააგენტო „ოსინფორმის“ ინფორმაციით კი, ქართულმა მხარემ გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებული 5 ეთნიკურად ოსი მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი დღეს ცხინვალში ევროკომისარმა, თომას ჰამარბერგმა ჩაიყვანა.

იმავე წყაროს ცნობით, პატიმრობიდან გათავსუფლდნენ: იბრაგიმ ლალიევი, ლავრენტი კაზიევი, იაკობ ტეხოვი, ვლადიმირ ელოევი და პავლიკ ტეხოვი.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, ჩაიყვანა თუ არა ჰამარბერგმა ცხინვალში ვინმე ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლების სანაცვლოდ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები