კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოდ-მა კონსტიტუცია, სისხლის სამართლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსები, ასევე - პოლიციის ეთიკის კოდექსი დაარღვია

2 დეკემბერი, 2009

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა გიორგი გოცირიძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას, შსს-ს მხრიდან გაზეთ „ბათუმელებზე“ ზეწოლის ფაქტი სამართლებრივად შეაფასა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 2009 წლის 25 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარატამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს წარმომადგენლების მიერ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის - თედო ჯორბენაძის  მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ ხელყოფად აფასებს ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ მუქარას, თითქოსდა მისი სექსუალური ორიენტაციის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის გავრცელების შესახებ.

საქართველოს კონტიტუციის  მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად,  ხელშეუხებელია „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი“.

კონსტიტუციით დაცული პირადი ცხოვრების და პირადი საიდუმლოების დამატებითი დაცვის გარანტიებს ქმნის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტი, რომლის თანახმად: „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ დაუშვას საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან“.

ამასთან, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად „პოლიციელს უფლება აქვს, დაარღვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს აბსოლუტური აუცილებლობა, ხორციელდება კანონის შესაბამისად და მიმართულია კანონიერი მიზნის მისაღწევად.

საიას შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ უგულებელყოფას, კერძოდ კი – იძულებას, ასევე, გამოკვეთილია სამოხელეო დანაშაული - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის პირადი ღირსების შეურაცხყოფის გზით.

გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები