კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში უკმაყოფილო მოქალაქეების საპროტესტო აქციები გახშირდა

3 დეკემბერი, 2009

საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მოსახლეობა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“  მიერ აბონენტებისთვის დამატებით დარიცხული გადასახადების გადახდის ვალდებულებას აპროტესტებს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სოფელში თითქმის ყველა ოჯახს აქვს ძველებური ინდივიდუალური მრიცხველი, რომელიც გამართულად მუშაობს, მაგრამ ენერგოკომპანია მომხმარებლებს ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადზე გაცილებით მეტი თანხების გადახდას ედავება.

„არავინ იცის, ე.წ. საუბნო მრიცხველის ჩვენება განსხვავდება თუ არა ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებების ჯამისგან. ყუთები, სადაც მრიცხველებია მოთავსებული, დაკეტილი აქვთ და რამდენსაც უნდათ, იმდენს გვაწერენ. პირდაპირ გვაყაჩაღებენ! რაიონულ სერვისცენტრს მივმართეთ და ინტრიგანები ხართო, გვითხრეს. გამგეობამ, ეს საკითხი ჩვენ არ გვეხებაო და იძულებულები გავხდით, აქცია გაგვემართა. ხალხი პურის ფულს ძლივს შოულობს, სად გვაქვს ლიტველების გასამდიდრებელი ფული“, - აცხადებენ თოხლიაურის მაცხოვრებლები.

ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საგარეჯოს სერვისცენტრის ინფორმაციით, ენერგოკომპანია სემეკ-ის დადგენილებით ხელმძღვანელობს და სოფლებში მცხოვრები მომხმარებლებიდან თანხების ამოღება საუბნო მრიცხველების ჩვენებით ხდება, რაც ნებადართულია.

როგორც ცნობილია, 2009 წლის იანვრიდან „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მფლობელი და მმართველი ლიტვური კომპანია „ახემა ჯგუფია“.

თოხლიაურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კახეთი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, მომხმარებლებისთვის თანხების დარიცხვა კომუნალური მრიცხველების მიხედვით, თელავის რაიონის სოფელ რუისპირის მოსახლეობამაც აქციით გააპროტესტა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი    

ახალი ამბები