კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადათხრილი ქუჩებით შეწუხებული ბათუმის მოსახლეობა

7 დეკემბერი, 2009

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ბათუმში გოგოლის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები დაუკავშირდნენ. მათი პრეტენზიები გადათხრილ ქუჩებს ეხება.

„ორი თვეა, აკეთებენ და ჯერ კიდევ ვერ დაასრულეს. ასე როგორ შეიძლება?! გადათხრილი ქუჩები ჩვენს ბავშვებს უქმნის საშიშროებას. რამდენიმე დღის წინ არხში ბავშვი ჩავარდა, რომელიც შემთხვევით მეზობელმა გადაარჩინა“, - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

გოგოლის ქუჩაზე წყლის მილების ჩასამონტაჟებლად დაახლოებით 5 მეტრის სიღრმის არხია გათხრილი. სარემონტო სამუშაოების გამო გადაკეტილია ქუჩის მონაკვეთი, რის გამოც მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.

სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ნიუ-ენერჯი“ აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლის, მირიან ონიანის განცხადებით,  მათ მუშაობას ხელი უამინდობამ შეუშალა.

ბათუმში ქუჩების გადათხრა ზაფხულიდან დაიწყო. მაშინ ბათუმის მერია ბილბორდებზე გამოქვეყნებული ტექსტით ტურისტებს ბოდიშს უხდიდა. ზაფხულის შემდეგ, სამუშაოები სრულყოფილად არც ერთ ქუჩაზე არ დასრულებულა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები