10:07, Wednesday, 19.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გიგი უგულავას მხარდამჭერებს რეგიონებიდან თბილისში არეგისტრირებენ

08.12.2009
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერის არჩევნების გაყალბებისათვის უკვე ემზადება. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გიგი უგულავას მხარდაჭერისთვის მმართველმა პარტიამ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების თბილისში რეგისტრაცია დაიწყო.

რამდენიმე რეგიონიდან გვაცნობეს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები უკვე გააქტიურდნენ. მათ რეგიონის მოქალაქეებს, თბილისის მოქმედი მერის მხარდაჭერის სანაცვლოდ, თბილისში დარეგისტრირება და სხვადასხვა ტიპის დახმარებები შესთავაზეს.

როგორც ქვემო ქართლიდან ინფორმირებული წყარო იუწყება, დავით კირკიტაძის „საგუბერნიოში“ მოსახლეობისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და შეცვლა უკვე დაიწყო. „დაზუსტებით ვიცით, რომ ჩვენი სოფლიდან რამდენიმე ადამიანს, თბილისში დარეგისტრირების მიზნით, პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. ეს პროცესი გრძელდება. თუმცა, ზუსტად ვერ გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალურ და რაიონულ კოორდინატორებს თბილისში რამდენი ადამიანის „გადასახლება“ აქვთ დავალებული“, - აცხადებენ სააგენტოსთან საუბარში ქვემო ქართლის მაცხოვრებლები, რომელთაც აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ადგილზე შევხვდით.

რეგიონების მოსახლეობის თბილისში რეგისტრაციის საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პრიორიტეტული გეგმის შემადგენელი ნაწილიც არის. დათა ახალაიას უწყება საკუთარი თანამშრომლებისა და ხელისუფლების მხარდამჭერი დედაქალაქის მოქალაქეების საცხოვრებელ ბინებში „გიგი უგულავაზე შეყვარებული“ რეგიონის მოსახლეობის რეგისტრაციას ახორციელებს.

არჩევნებისათვის რეგიონების მოსახლეობის თბილისში რეგისტრაციის შესახებ თავის დროზე „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარე, ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მიზნით, ინოვაციურ სქემებს ამუშავებდა. კერძოდ, ყოფილი ომბუდსმენის ინფორმაციით, არჩევნების გაყალბების მიზნით, ხელისუფლებამ რაიონებში მოქმედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელფასიან კოორდინატორებს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების თბილისში დარეგისტრირება დაავალა.

„ამ სქემის მიხედვით, ხელისუფლება თბილისში რეგიონებში მცხოვრები 75 000 ამომრჩევლის დარეგისტრირებას აპირებს. ხელისუფლების ვარაუდით, ამ გზით თბილისის თითოეულ საარჩევნო უბანზე დაახლოებით 70-დან 100-მდე ადამიანის დარეგისტრირება უნდა მოხდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისში სულ 750-მდე უბანია, ეს დაახლოებით 75 000 დამატებით არათბილისელ ამომრჩეველს ნიშნავს“, - განაცხადა სუბარმა.

თვითთმმართველობისა და დედაქალაქის მერის არჩევნები სავარაუდოდ, 2010 წლის მაისის ბოლოს გაიმართება.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC