კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქეთი ბექაური: ,,ქართლოს ღარიბაშვილის დაპატიმრება პროვოკაციაა“

8 დეკემბერი, 2009

ქართლოს ღარიბაშვილის ადვოკატებმა მისთვის მისჯილი 15 დღიანი პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი 4 დეკემბერს კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილებისას, თამარ მეფის გამზირზე გააჩერეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს და ბრალი წაუყენეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც საპატრულო პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევისათვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

ქართლოს ღარიბაშვილის ადვოკატები მის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ადვოკატს პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ღარიბაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, ქეთი ბექაური მის დაკავებას პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირებს: „ქართლოს ღარიბაშვილმა წიგნის სახით გამოსცა ადვოკატების მანიფესტი. სწორედ ამ წიგნს და ზოგადად ღარიბაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას ვუკავშირებ მის დაპატიმრებას. მას მოძრაობის წესებიც არ დაურღვევია. მისი გაჩერება და დაპატიმრება მთლიანად პროვოკაცია იყო“.

სააპელაციო სასამართლოში შეტანილი საჩივრის განხილვის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

ანა შეშაბერიძე

ახალი ამბები