კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის რეჟიმი ტირძნისელი მოზარდების მშობლებს მათ მონახულებას სთავაზობს

10 დეკემბერი, 2009
ცხინვალის რეჟიმი ტირძნისელი მოზრდების – ლევან ხმიადაშვილისა და ვიქტორ ბუჩუკურის მშობლებს მათ მონახულებას სთავაზობს. ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის ე.წ. კომიტეტი იუწყება. ხმიადაშვილისა და ბუჩუკურის ახლობლებს პატიმრების ნახვის საშუალება ცხინვალში, შრომა-გასწორებით კოლონიაში ექნებათ.

ცხინვალის რეჟიმის ადამიანის უფლებათა დამცველმა, დავით სანაკოევმა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლობას უკვე მიმართა თხოვნით, გადასცენ დაკავებულების ახლობლებს შეთავაზება და მათი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასვლის ორგანიზებაში მიიღონ მონაწილეობა.

სანაკოევის წერილში ნათქვამია, რომ დაკავებულების ახლობლებს მათი მონახულება 9-დან 12 დეკემბარმდე შეეძლებათ. აქვე აღნიშნულია, რომ განიხილება ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ხმიადაშვილისა და ბუჩუკურის მონახულების საკითხიც. 

„მათ უსაფრთხოებას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება უზრუნველყოფს“, - ნათქვამია სანაკოევის წერილში.

სოფელ ტირძნისის მცხოვრები 4 არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას სდებს ბრალად.

რომელაშვილი და ცაბაძე ცხინვალის რეჟიმმა 2 დეკემბერს სასამართლო დარბაზიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ევროსაბჭოს ადმიანის უფლებათა კომისარმა ცხინვალში ქართული მხარის მიერ გათავისუფლებული 5 ოსი ეროვნების მოქალაქე ჩაიყვანა. ცხინვალის რეჟიმისვე განცხადებით, ხმიადაშვილსა და ბუჩუკურს 13 დეკემბერს გაათავისუფლებენ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები