კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის რეჟიმის მიერ დაპატიმრებული მოქალაქეები ისევ პატიმრობაში რჩებიან

14 დეკემბერი, 2009

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი და საიას საერთაშორისო სამართლის ადვოკატები ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ქართველების ოჯახის წევრებს ხვდებიან. შეხვედრის მიზანია, საზოგადოებას ქართველების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს.

ცხინვალის რეჟიმის მიერ 17 სექტემბერს გორის რაიონის მცხოვრებლების - გიორგი არჩვაძის, ზვიად კობალაძის, დავით კაპანაძის და დემურ ჭიღლაძის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, საია მიესალმება 2 დეკემბერს გიორგი რომელაშვილის და ალეკო ცაბაძის, ასევე ეროვნებით ოსი 5 პიროვნების განთავისუფლებას. თუმცა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამოქალაქო პირების უკანონო გატაცებისა და დაკავების ფაქტები განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის მომდევნო პერიოდში გახშირდა. შესაბამისად, აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის მიერ ისეთი პრევენციული ზომების გატარება, რომელიც მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

ამასთან, საია სრულ მზადყოფნას გამოხატავს, უკანონო პატიმრობაში მყოფ სხვა პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები