კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კარასინმა და ჰამარბერგმა ქართული და ოსური მხარეების მიერ დაკავებულ მოქალაქეთა გათავისუფლებაზე ისაუბრეს

16 დეკემბერი, 2009

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა ცხინვალის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება, მათ შორის დაკავებულების გათავისუფლების საკითხი განიხილეს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კარასინისა და ჰამარბერგის შეხვედრა გუშინ შედგა.

 შეხვედრაზე ცხინვალის კონფლიქტის დარეგულირების საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის რეგიონში ჰამარბერგის ბოლო ვიზიტის შედეგები. კარასინმა და ჰამარბერგმა ასევე იმსჯელეს კავკასიაში საერათშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. 

 მხარეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონში არსებული ჰუმანიტარული პრობლემები აუცილებლად უნდა გადაიჭრას. კარასინსა და ჰამარბერგს მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს ნდობის აღდგენა და ქართული და ოსური მხარეების მიერ დაკავებულების ურთიერთგადაცემა.

 თომას ჰამარბერგი ცხინვალში 2 დეკემბერს იმყოფებოდა. მან ოსურ მხარეს ქართული მხარის მიერ გათავისუფლებული ოსი ეროვნების 5 მოქალაქე გადასცა და ცხინვალიდან ოსური მხარის მიერ დაკავებული 2 ქართველი მოზარდი – ალეკო ცაბაძე და გიორგი რომელაშვილი გამოიყვანა. ჰამარბერგმა ცხინვალის რეჟიმისგან პირობა მიიღო, რომ ცხინვალის შრომაგასწორებით კოლონიაში დარჩენილ 2 ქართველ მოზარდს – ლევან ხმიადაშვილსა და ვიქტორ ბუჩუკურს 10 დღის შემდეგ გაათავისუფლებდნენ. თუმცა, მოზარდები ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები