კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში ექიმის გამოძახება ისევ ფასიანია

16 დეკემბერი, 2009

ღორის გრიპის შემთხვევების მკვეთრად მომატებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობისთვის პოლიკლინიკების, ოჯახისა და სოფლის ექიმის გამოძახება უფასოა. ამის შესახებ, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ფრუიძემ განაცხადა. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, გურჯაანის რაიონში, პოლიკლინიკისა და სოფლის ექიმების გამოძახება ისევ ფასიანია.

როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, მათ სოფლის ექიმს მიმართეს გრიპის გართულებულ შემთხვევასთან დაკავშირებით და სახლში მისვლა სთხოვეს. ექიმმა მომსახურებისათვის 10 ლარი მოითხოვა. მომსახურების თანხა 15 ლარს აღწევს ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე.

გურჯაანის პოლიკლინიკის მთავარი ექიმის, სოფიკო ქუმსიაშვილის განმარტებით, პოლიკლინიკაში 6-დან 60 წლამდე მოსახლეობის მკურნალობა ფასიანია.

„ღორის გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით არანაირი ახალი ბრძანება ან რეკომენდაცია არ მიგვიღია, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმები, საკუთარი ინიციატივით, პოლიკლინიკაში პაციენტებს უფასოდ მოემსახურებიან. ხოლო, რაც შეეხება ავადმყოფთან ვიზიტს, ეს კვლავ ფასიანია“, - განაცხადა ქუმსიაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი                    

ახალი ამბები