კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაურუს რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

17 დეკემბერი, 2009

16 დეკემბერს სოხუმში ნაურუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კირიენ კეკემ და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ნაურუსა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

„არა აქვს მნიშვნელობა, რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში. ეს ქვეყანა გაეროს წევრია და პირველად აფხაზეთის ისტორიაში სოხუმში ფორმდება შეთანხმება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. ფაქტობრივად, ეს აღიარებას ნიშნავს და ეს პროცესი გრძელდება და მყარდება. დღეს ნაურუმ გვაღიარა, ხვალ კი მას სხვა ქვეყნები მიჰყვებიან“, - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა.

ბაღაფშმა ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს მარკუს სტივენსს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით წინა დღეს მიმართა. თხოვნა მან გადასცა ნაურუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ფინანსთა მინისტრი კირიენ კეკეს, რომელიც აფხაზეთში ნაურუს დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

სოხუმში ვიზიტამდე, რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ ჯუჯა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „აღიარება ერთადერთია, რითაც ნაურუსნაირ პატარა ქვეყანას შეუძლია, ახალგაზრდა კავკასიურ სახელმწიფოს დაეხმაროს და ამ წინადადებით იგი წყნარი ოკეანეს მეზობელ სახელმწიფოებსაც მიმართავს“.

16 დეკემბერს ნაურუმ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობაც აღიარა. „დღეს ჩვენ სამხრეთ ოსეთისა და ნაურუს რესპუბლიკებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულება გავაფორმეთ. სამხრეთ ოსეთი დღეს ნაურუს მხრიდანაც აღიარებული სახელმწიფოა. მიღწეულია შეთანხმება მხარეებს შორის ყველა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესახებ“, - განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა შეთანხმების გაფორმებისას.

კოკოითის პროგნოზით, რესპუბლიკის დამოუკიდებლობას უახლოეს მომავალში დაახლოებით 10 სახელმწიფო აღიარებს.

წყნარ ოკეანეში მდებარე პატარა სახელმწიფომ - ნაურუს რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთისგან 50 მლნ დოლარის ოდენობის „დახმარების პირობა“ მიიღო.

ნაურუ წყნარი ოკეანეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფოა, რომლის მოსახლოება დაახლოებით 8 ათასს შეადგენს.

ახალი ამბები