კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შალვა ნათელაშვილის კურსელს არ ეხმარებიან

17 დეკემბერი, 2009

დვანელი ვანო მამაგულაშვილი თვლის, რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნება რაიონის გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატის, ემზარ გელაშვილის მიერ. იგი აცხადებს, რომ დეპუტატი გელაშვილი პირადად დაეუმუქრა და უთხრა - არც კომპენსაციას მიგცემთ და არც დამწვარ სახლს აღგიდგენთო.

ვანო მამაგულაშვილის სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. მამაგულაშვილი ამბობს, რომ იგი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის კურსელია და ამიტომ იჩაგრება.

„შალვა ნათელაშვილთან ერთად იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი.  ჩვენი კურსი ყოველწლიურად იკრიბება და უნივერსიტეტის დამთავრებას აღვნიშნავთ. კურსელების შეკრებაზე შალვა ყოველთვის მოდის ხოლმე. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ეს ცნობილია და სოფელში  ოპოზიციონერად ვითვლები. ამის გამო, არც სახლს მაძლევენ და არც კონპენსაციას. საერთოდაც, ყოველმხრივ მდევნიან. ნოემბრის დასაწყისში დვანში გუბერნატორი და გამგებელი ჩამოვიდნენ და სოფლის ცენტრში გამოიარეს. სწორედ იქვე დგას ჩემი დამწვარი სახლი. გუბერნატორს და გამგებელს ვუთხარი,ჩემი თუ არ გჯერათ, წამოდით, სახლი ნახეთ-მეთქი. უხეშად მიპასუხეს – ეგ არ გვაინტერესებსო. აბა, რა აინტერესებთ?! მე იმდენი განათლება და ცოდნა მაქვს, ამ ამბავს ასე არ დავტოვებ. ამის გამო ჩვენს სახელმწიფოს ევროსასამართლოში ვუჩივლებ“, - ამბობს ვანო მამაგულაშვილი.

ქარელის გამგებელმა ილია ბურჯანაძემ დაგვიდასტურა, რომ ვანო მამაგულაშვილს მართლაც დაეწვა შენობა, ოღონდ ეს იყო არა სახლი, არამედ მაღაზია.

მამაგულაშვილი გამგებელს პასუხობს, რომ მაღაზია საცხოვრებელ სახლში ჰქონდა გახსნილი. გარდა ამისა, გორის რაიონის სოფელ კარალეთში რამდენიმე მაღაზიის მეპატრონეს ისედაც აუნაზღაურეს ზარალი, რომელიც მათ აგვისტოს მოვლენების დროს მიიღეს.

ილია ბურჯანაძე ქარელის რაიონის სოფელ დვანში ასეთ რამეს გამორიცხავს. იგი ირწმუნება, რომ ვანო მამაგულაშვილი უსამართლოდ ითხოვს კონპენსაციას და მაღაზიის რეაბილიტაციას.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები