კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი პარლამენტის წევრს სასამართლოში უჩივის

17 დეკემბერი, 2009

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრს, სიღნაღის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ნუგზარ აბულაშვილს სასამართლოში უჩივის. ჟურნალისტი დეპუტატისგან პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დამტვრეული ციფრული ფოტოკამერის ნაცვლად, ახალი ფოტოკამერის შეძენას მოითხოვს.

მთივლიშვილის განცხადებით, დეპუტატის დავალებითა და ორგანიზებით, საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მიმავალი ჟურნალისტები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და აქტივისტებმა 2006 წლის 15 ივნისს დაარბიეს. თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტექნიკა დაუმტვრიეს.

ოფიციალური მასალებით, დარბევის დროს განადგურდა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის კუთვნილი, 400 აშშ დოლარად ღირებული  ფოტოკამერა. „მე მაქვს მტკიცებულებები, რომელიც ცხადყოფს, რომ დარბევის ორგანიზატორი დეპუტატი იყო. აქედან გამომდინარე, სწორედ აბულაშვილს მივმართე არაერთხელ, რომ დამტვრეული ფოტოკამერის ნაცვლად იგივე ტიპის ფოტოკამერა გადმოეცა, მაგრამ - უშედეგოდ. ამიტომ, ნივთის დაბრუნების მოთხოვნით, სარჩელი სასამართლოში შევიტანე~, - აცხადებს ჟურნალისტი.

დეპუტატი აბულაშვილი ჟურნალისტების დარბევასთან კავშირს უარყოფს: `ამ საქმეზე 3 პირი იყო ბრალდებული - ჩვენი პარტიის აქტივისტები და მათთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ეს საქმე უკვე დასრულებულია“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები