კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართლოს ღარიბაშვილის საკანში აუტანელი პირობებია

17 დეკემბერი, 2009

ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში არაადამიანური მოპყრობის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ღარიბაშვილის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იზოლატორის #14-ე საკანში, რომელშიც ღარიბაშვილი 7 პატიმართან ერთად იმყოფება, აუტანელი პირობებია.

„საკანში არის ღია საპირფარეშო, რომელიც არ მარაგდება წყლით. მისი ჩარეცხვა მხოლოდ ბოთლში ჩასხმული წყლით არის შესაძლებელი. პატიმრების ტანსაცმელი და საჭმელი ყრია ბეტონის ნესტიან იატაკზე, რომლის ფართობია 3 კვ. მეტრი. შვიდივე პატიმარს სძინავს ერთ ტახტზე გაუხდელად. ტახტი ერთდროულად ასრულებს სკამისა და საწოლის მოვალეობას. პატიმრები იძულებული არიან, საჭმელი ჭამონ ბეტონის სველ იატაკზე, საპირფარეშოში მოისაქმონ ერთმანეთის თვალწინ შეურაცხმყოფელ პირობებში. უფლება არა აქვთ, ჰქონდეთ კალამი, კბილის ჯაგრისი, სავარცხელი. არა აქვთ პირის გაპარსვის საშუალება. არა აქვთ პირის საპარსი აპარატი, ტანის ან თავის დაბანის უფლება. არ აქვთ წიგნი. სძინავთ ისეთ პირობებში, რომ პროჟექტორი ენათებათ თვალებში. საკანში აუტანელი, დახუთული ჰაერია. პატიმრებს ჩამორთმეული აქვთ ჰაერზე გასეირნების უფლება. აღნიშნული პირობები ადამიანის ჯამრთელობას საფრთხეს უქმნის“,-განაცხადა ზურაბ როსტიაშვილმა.

მისივე ცნობით, საქართველოს ადვოკატის მანიფესტის ავტორის, ქართლოს ღარიბაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების და მისი უფლებების დაცვის რამდენიმე შტაბია შექმნილი. როსტიაშვილი მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, თბილისში არსებულ საელჩოებს, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პატიმართა უფლებების დაცვის მონიტორინგის სფეროში თანადგომის თხოვნით.

ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი უკვე მეთორმეტე დღეა, საქართველოს შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღით. ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, ქართლოს ღარიბაშვილი დააკავა პატრულმა ვეფხია გაჩეჩილაძემ.

„როგორც დაკავების ოქმზე არის ღარიბაშვილის მითითება, მან შეაგინა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვანო მერაბაშვილს. თავად გაჩეჩილაძეს არ უწერია ოქმში, რომ ღარიბაშვილმა შს მინისტრს შეაგინა“,- აცხადებს როსტიაშვილი.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები