კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი სახალხო დამცველი პარლამენტის წინაშე მოხსენებით დღეს პირველად წარსდგება

18 დეკემბერი, 2009

ახალი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში პარლამენტის წინაშე მოხსენებით დღეს პირველად წარსდგება.

გიორგი ტუღუში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2009 წლის პირველ ნახევარში ადამიანის უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.

სახალხო დამცველის ანგარიში რამდენიმე ასეულ გვერდს მოიცავს და მასში საუბარია სამართლადამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, დევნილების მდგომარეობაზე, სასჯელაღსრულებისა და სასამართლო სისტემებში არსებულ პრობლემებზე, რელიგიურ უმცირესობებზე, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა საკითხებზე.

სახალხო დამცველის ანგარიში არაერთ რეკომენდაციას მოიცავს როგორც რიგ თანამდებობის პირებთან მიმართებაში, ისე კანონმდებლობაზე. ჯერჯერობით უცნობია რა რეაგირებას მოახდენს ამ ანგარიშზე საპარლამენტო უმრავლესობა.

მას შემდეგ, რაც ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ხელისუფლებას დაუპირისპირდა, საპარლამენტო უმრავლსობა მის ანგარიშებს მხოლოდ ცნობად იღებდა ხოლმე. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მოქმედი სახალხო დამცველის ანგარიშზე საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ალტერნატიულ დადგენილების პროექტს წარადგენენ და ყველა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას მოითხოვენ, რომლებზეც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი.

პარლამენტმა განუხილველი დატოვა სახალხო დამცველის 2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიში, რის მიზეზადაც ოპოზიციის მიერ გაზაფხულზე გამართული საპროტესტო აქციების გამო, პარლამენტის მუშაობის შეფერხებას ასახელებენ.

გიორგი ტუღუში საქართველოს სახალხო დამცველი მიმდინარე წლის სექტემბერში გახდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები