კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლონეთის სასამართლომ საქართველოს 10 მოქალაქის მიმართ დეპორტაციის გადაწყვეტილება გამოიტანა

18 დეკემბერი, 2009

პოლონეთის სასამართლომ საქართველოს 10 მოქალაქის მიმართ  დეპორტაციის გადაწყვეტილება გამოიტანა.  ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლონეთში საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე ქავთარაძემ განუცხადა.

ელჩის თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პირები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ სამართალდამცავებს, როდესაც უბილეთობის გამო სამგზავრო მატარებლის დატოვებას სთხოვდნენ.  დეპორტაციამდე  ეს პირები ქალაქ შჩეჩინთან ახლოს, დახურულ ბანაკში იქნებიან.

რაც შეეხება დანარჩენ ქართველებს, ქავთარაძის ინფორმაციით, 22 მოქალაქე, ძირითადად, ქალები, ბავშვები და რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც მატარებლის ინციდენტში არ აქტიურობდნენ, ვარშავასთან მდებარე საემიგრაციო  ბანაკში იმყოფებიან და იქ დაელოდებიან გადაწყვეტილებას დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაზეც მათ განაცხადი აქვთ შეტანილი.

დადგინდა, რომ  საქართველოს 32 მოქალაქე სამი დღის წინ, რუსეთის მოქალაქეებთან ერთად, სულ 200-მდე ადამიანი, პოლონეთიდან უბილეთოდ და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გერმანიაში მატარებლით გადასვლას ცდილობდა. სამართალდამცავებმა მათ პოლონეთი-გერმანიის საზღვართან მატარებელი დაატოვებინეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები