კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განსასჯელები კახეთის იზოლატორებში არსებულ პირობებს აპროტესტებენ

23 დეკემბერი, 2009

განსასჯელები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამსახურის მიერ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებას აპროტესტებენ. ამის შესახებ 22 დეკემბერს თელავისა და ყვარლის რაიონულ სასამართლოებში პროცესების დასრულების შემდეგ განსასჯელებმა განაცხადეს.

განსასჯელების თქმით, მათ უკანონოდ ამყოფებენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადმინისტრაციულ პატიმრებთან ერთად, საკნები არ თბება, არ ეძლევათ საკვები და ვერ სარგებლობენ გასეირნების უფლებით.

საქართველოს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, მოსამართლის დადგენილებით, შესაძლებელია განსასჯელი საქმის განხილვისას დროებით მოთავსდეს უახლოეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

"ეს შეიძლება მოხდეს თუ სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და ბადრაგირების განხორციელება გართულებულია. იზოლატორებში მოთავსებულ განსასჯელებზე ზედამხედველობა უნდა განახორციელოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ. ეს უწყება ვალდებულია, იზოლატორებში მოთავსებული განსასჯელები უზრუნველყოს სათანადო პირობებით. რეგიონებში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორების უმრავლესობა დადგენილ სტანდარტებს ვერ პასუხობს", - განაცხადა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები