კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ახალ სტრატეგიაში მოჰაჯირებზეცაა საუბარი

24 დეკემბერი, 2009

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფოს ახალი სტრატეგიის დოკუმენტში მოჰაჯირებთან ურთიერთობების აღდგენაზეც არის საუბარი.

ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, დღეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოდან გადასახლებული მოჰაჯირები თურქეთის პოლიტიკაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მათ ასევე აქვთ სურვილი საქართველოსთანაც აღადგინონ კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს ახალი სტრატეგია სწორედ ამ ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობასაც ითვალისწინებს, თუმცა მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ მოჰაჯირების აფხაზეთში მასიურად ჩამოსახლება არ მოხდება.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები