კონსერვატიული პარტია „ყაზბეგის“ დაყადაღებას აპროტესტებს
24.12.2009
კონსერვატიული პარტია კომპანია „ყაზბეგის“ დაყადაღებას აპროტესტებს.
სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ანგრევს ეროვნულ მრეწველობას. ამჟამად მისი სამიზნეა ქართული ლუდის მრეწველობის კომპანია „ყაზბეგი“, რომელსაც თითიდან გამოწოვილი მიზეზებით შეუსიეს საფინანსო საგადასახადო სამსახურები.
სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ანგრევს ეროვნულ მრეწველობას. ამჟამად მისი სამიზნეა ქართული ლუდის მრეწველობის კომპანია „ყაზბეგი“, რომელსაც თითიდან გამოწოვილი მიზეზებით შეუსიეს საფინანსო საგადასახადო სამსახურები.
შედეგად, დაყადაღებულია კომპანია „ყაზბეგის“ ანგარიშები. კომპანიას პრობლემები აქვს სარეალიზაციო ქსელში თავისი პროდუქციის შეტანის თვალსაზრისითაც.
ძიძიგურის განცხადებით, ეროვნული მრეწველობის აღორძინება არის ერთადერთი გამოსავალი, რითაც საქართველოში მოიხსნება სამუშაო ადგილების პრობლემა და გაუმჯობესდება მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა.
მანვე აღნიშნა, რომ „ყაზბეგზე“ ძალადობა მიაჩნია ეროვნული ინტერესების ღალატად და აცხადებს, რომ ყველგან - სასამართლო პროცესზე, თუ სხვა ტიპის დაპირისპირებისას ხელისუფლებასთან კონსერვატიული პარტია მხარს დაუჭერს კომპანია „ყაზბეგს“, რათა მან გააგრძელოს ფუნქციონირება ქართული ლუდის ბაზარზე, როგორც ეროვნული მრეწველობის თვალსაჩინო წარმომადგენელმა და დაიკავოს მისთვის ჩვეული, ღირსეული ადგილი.
კონსერვატიული პარტია მოუწოდებს მოსახლეობას, მხარი დაუჭირონ კომპანია „ყაზბეგს“ და ყველა საახალწლო ზეიმი თუ სუფრა დაამშვენონ კომპანია „ყაზბეგის“ ეროვნული პროდუქციით.
წყარო: „ინტეპრესნიუსი“
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

