კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები თავის დაწვით იმუქრებიან

28 დეკემბერი, 2009

ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 37 ოჯახი ობიექტში უკვე ერთი წელია, ცხოვრობს.

დევნილები გამოსახლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გამოსახლების შესახებ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან ერთი დღით ადრე აცნობეს და ისიც კი არ იციან, სად უნდა გადაიყვანონ. მათი თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში ზოგ მათგანს საცხოვრებელი ადგილი უკვე მეექვე–მეშვიდეჯერ აქვს გამოცვლილი.

მათივე ინფორმაციით, შევსებული აქვთ განცხადებები საკომპენსაციო თანხის მიღების თხოვნით, მაგრამ ამას გამოხმაურება არ მოჰყოლია. ზოგიერთი დევნილის განცხადებით, წერილი პრეზიდენტის სახელზეც კი აქვთ დაწერელი, თუმცა, პასუხი ჯერ არც მიხეილ სააკაშვილისგან მიუღიათ. მათი აზრით, ამჟამად დევნილების ხმა არავის სჭირდება და ამიტომაც არიან ასე უყურადღებოდ დარჩენილი.

ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში არიან მრავალშვილიანი ოჯახები და მძიმე ავადმყოფებიც. ისინი აცხადებენ, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ და ამ შენობაში დარჩენას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნული შენობის გაყიდვას აპირებს და ობიექტი ხვალისთვის უკვე დაცლილი უნდა იყოს. დევნილები რადიკალური ზომების გამოყენებით, კერძოდ, თავის დაწვით იმუქრებიან.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები