სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა
28.12.2009
თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ დაადასტურდა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და მისი იმჟამინდელი ხელმძღვანელი ლევან ყუბანეიშვილი კანონდარღვევით მოქმედებდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სატენდერო კომისიის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა გადაცემების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეთა წინადადებები, მათ შორის შპს „სიგმა პლიუსის“ წინადადება, რომელიც ამზადებს გადაცემა „ეტალონს“.
„სიგმა პლიუსის“ ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი, ადვოკატი მანანა კობახიძე.
მანანა კობახიძის განცხადებით: „სასამართლომ ბათილად ცნო ტენდერის შედეგები მე-15 ლოტზე, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელი ხელმძღვანელის ლევან ყუბანეიშვილის მხრიდან მოხდა უხეში კანონდარღვევა, ინტერესთა კონფლიქტის გამო.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მაშინდელი თავმჯდომარე ლევან ყუბანეიშვილი იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, მანამდე კი იგი იყო ტენდერში მონაწილე შპს „თიბისი თV-ს“ ხელმძღვანელი, რასაც კრძალავს საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ „სიგმა პლუსს“ უნდა აუნაზღაუროს მხოლოდ სასამართლოს ბაჟი და არა საადვოკატო და ტენდერში მონაწილეობის ხარჯები, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში სრულად იყო წარდგენილი ამ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.
„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ სასამართლომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან უხეში კანონდარღვევა აღიარა, მაგრამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხარჯების ანაზღაურების ნაწილში დაკავშირებით გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, - აცხადებს ადვოკატი მანანა კობახიძე.
წყარო: მედია.გე
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

